ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა რადამ ყირიმში რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდიუმმა კი ყირიმის მცხოვრებლებს მიმართა. განცხადება ამის შესახებ ყირიმის საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში ყირიმის რადას თავმჯდომარემ ოქსანა კორნიჩუკმა გააკეთა.
„ყირიმელებო, უკრაინის რადიკალური ნაციონალისტების მიერ ხელისუფლების ჩაგდების შემდეგ, რომლებსაც მხარს უჭერდნენ შეიარაღებული ბანდფორმირებები, ყირიმში მშვიდობა და სიმშვიდე საფრთხის ქვეშ დადგა.
უკრაინა ქაოსისკენ, ანარქიისა და ეკონომიკური კატასტროფისკენ მიექანება.
ამ პირობებში ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი რადა, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ყირიმელების ნების შესაბამისად, რომლებმაც ის აირჩია, იღებს სრულ პასუხისმგებლობას ყირიმის მომავალზე.
ყირიმის პარლამენტის პრეზიდიუმი შექმნილ სიტუაციაში ერთადერთ შესაძლებელ გამოსავლად რეფერენდუმის ჩატარებას მიიჩნევს.
დარწმუნებულნი ვართ, რომ მხოლოდ ყირიმის რეფერენდუმის ჩატარება ავტონომიის სტატუსის სრულყოფილებისა და მისი უფლებების გაფართოების მიზნით, მისცემს საშუალებას ყირიმელებს თავად გადაწყვიტონ ავტონომიის მომავალი",_ ნათქვამია განცხადებაში.