საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიასა და სინგაპურის რესპუბლიკებში ზურაბ ალექსიძე ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ქვეყნის პრეზიდენტს ტაურ მატანს, რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ ელჩმა ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა.
ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
ზურაბ ალექსიძემ პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და შესთავაზა სხვადასხვა სფეროში რეფორმების განხორციელების გამოცდილების გაზიარება.
ტაურ მატან რუაკმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და ქართულ მხარეს აღუთქვა თანადგომა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობაში (CPLP) დამკვირვებლის სტატუსის მოპოვების პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა ასევე ტურიზმის მინისტრს რანსისკო კალბუადი ლეისს და საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს კონსტანსიო და კონსეისაო პინტოსთან.