ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს მოუწოდებს თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ხელს შეუწყობს ყირიმში მდგომარეობის დაძაბვას. განცხადება ამის შესახებ რასმუსენმა „ტვიტერში" განათავსა.
„შეშფოთებული ვარ ყირიმში მიმდინარე მოვლენებით. მოვუწოდებ რუსეთს ნუ მიმართავს ისეთ ქმედებს, რომლებიც შეიძლება დაძაბულობაში გადაიზარდოს და გაურკვევლობა შექმნას",_ წერს რასმუსენი.