რუსეთს ხელისუფლებამ ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნა დააკმაყოფილა. მისი პირადი უსაფრთხოება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იქნება უზრუნველყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, უზრუნველეყო მისი პირადი უსაფრთხოება, ეს თხოვნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკმაყოფილდა",_ განაცხადა სააგენტო „ინტერფაქსთან" საუბარში წყარომ რუსეთის ფედერაციის სახელისუფლებო სტრუქტურებში.
მასალის გამოყენების პირობები