რუსი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ყირიმის უმაღლესი რადას შენობაში შესული შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებების შედეგად გაირკვა, რომ ისინი ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ, იმისათის რათა „ყირიმელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს მოსკოვთან უნდა თუ კიევთან".
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული ხალხის მიერ დაკავებული ყირიმის რადისა და სამთავრობო კომპლექსის შენობის ახლომდებარე სახლებიდან ხალხის ევაკუაცია ხორციელდება. შენობის თავზე რუსეთისა და ყირიმის დროშა ფრიალებს.
მასალის გამოყენების პირობები