ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობის თავდაცვის ძალების მიერ დაკავებულ ყირიმის უმაღლესი რადას შენობაში დეპუტატების შეშვება დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მათ სასესიო დარბაზში შეუშვეს დეპუტატები. თავად მივხდებით რატომაც",_ განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიასთან საუბრისას. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ წყარო იმ გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობდა, რომელიც ყირიმის სტატუსთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ყირიმის უმაღლესი რადასა და მინისტრთა საბჭოს შენობები, ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობის თავდაცვის ძალებმა დაიკავეს. ეს ადამიანები შეიარაღებულნი არიან. ამჟამად სიმფეროპოლის ცენტრი გადაკეტილია.
მასალის გამოყენების პირობები