ასეთი სცენარი გამორიცხულია, ჩვენ ჩარევის უფლება არ გვაქვს. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ უკრაინაში შექმნილ სიტუაციაში რუსეთის მხრიდან ძალისმიერად ჩარევის შესაძლებლობის კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინის მოვლენებში ძალადობრივი გზით რუსეთის მხრიდან ჩარევა სრულებით გამორიცხულია.
„ასეთი სცენარის განხორციელება შეუძლებელია. რუსეთმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას იმის შესახებ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავაერიოთ სუვერებული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში",_ აცხადებს რუსეთი.