ყირიმის პარლამენტთან ხალხის რაოდენობა თანდათან იზრდება. ამ იმყოფებიან პრორუსული ძალების წარმომადგენლები და ყირიმელი თათრები, რომელთა რაოდენობა პრორუსული ძალების წარმომადგენლების რაოდენობას რამდენჯერმე სჭარბობს.
უკრაინული მედიის დაახლოებითი მონაცემით, მოედანზე უკვე შეკრებილია 2 ათას ყირიმელ თათარზე მეტი და მათი რაოდნეობა იზრდება, ისინი სკანდირებენ: „სლავა უკრაინე!", „გეროიამ სლავა!", „კრიმ ნე როსია!". ისინი უკრაინის ჰიმნს ასრულებენ. ყურიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელი რეფატ ჩუბაროვი აქ იმყოფება.
ყირიმის პარლამენტთან მობილიზებულია სამართალდამცავების დიდი რაოდენობა. ისინი დაპირისპირებულ მომიტინგეებს შორის კოლონებად დგანან იმისათვის რათა დაპირისპირება არ დაუშვან.