ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, პრორუს მომიტინგეებსა და ყირიმელ თათრებს შორის შეტაკებები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ყირიმელი თათრები რუსი აქტივისტების პირისპირ დადგნენ. მათ მხოლოდ მილიციის კორდონი ჰყოფთ. თათრები სკანდირებენ „ბანდუ გეტ", რუსები „როსია". შეტაკებები დაიწყო",_ წერს უკრაინული მედია და აღნიშნავს, რომ მილიაცი შეტაკებების აღკვეთა არ შეუძლია.
ამას გარდა, ყირიმელი თათრები რუსული დროშის მოცლიებას მოითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ახლა ყირიმის პარლამენტთან ორი მიტინგი მიმდინარეობს: ყირიმელი თათრებისა და პრორუსი აქტივისტების. ხალხის რაოდენობა იზრდება. 15:00 საათისათვის დაგეგმილია ყირიმის უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ყირიმის პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ლეონიდ გრაჩმა აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომიდან „მორიგი სისხლიანი სასაკლაოს შექმნა სურთ".
მასალის გამოყენების პირობები