უკრაინის ექს-პრეზიდენტები ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკო რუსეთის ფედერაციას უკრაინის საშინაო საქმეეში ჩარევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ნათქვამია სოცუალურ ქსელში პარტია „ნაშა უკრაინას" გვერდზე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ირინა ვანნიკოვას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„რუსეთი რომელიც ყოველთვის უკრაინის შიდასაქმეებში „ჩარევას" უწოდებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მცდელობებს მოეგვარებინათ სიტუაცია უკრინაში პოლიტიკური გზით, ახლა თავად ახორციელებს პირდაპირ ჩარევას ყირიმის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
რუსეთის დუმის წევრების მოწოდებები ჩატარდეს რეფერენდუმი ყირიმის რუსეთთან მიერთების შესახებ ან შესაბამის მიმართვების განხორციელება რუსეთის მიმართ დაგმობილი უნდა იყოს, როგორც მოწოდებები უკრაინის საკონსტიტუციო წყობისა და ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფისათვის.
საფრთხისშემცველია ასევე ფედერალიზაციის სცენარი. ეს არის გზა პოლიტიკური კრიზისის ესკალაციისაკენ და ყირიმში პოლიტიკური შუღლის გაღვივებისაკენ",_ ნათქვამია პრეზიდენტების განცხადებაში.