უკრაინული ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი,პარტია „სვობოდას" ხელმძღვანელი ოლეგ ტიაგნიბოკი აცხადებს, რომ რისეთმა შესაძლოა უახლოეს დროში სევასტოპოლში სამხედრო შეჭრა განახორციელოს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტ-რუ" „რბკ-უკრაინაზე" დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახბ, რომ სევასტოპოლთან რუსეთის სამხედრო ძალა იკრიბება. კერძოდ, გემები და საზღვაო ქვეითები",_ განაცხადა ოლეგ ტიაგნიბოკმა რადაში სიტუვით გამოსვლისას.
მისივე აზრით, შემოჭრა შესაძლოა ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდასაჭერად განხორციელდეს. ბოლო ინფორმაციით, რომელიც ოლეგ ტიაგნიბოკს აქვს იანუკოვიჩი სწორედ სევასტოპოლში იმყოფება.
„ეს შესაძლოა რუსეთთან ომის დასაწყისი იყოს", _ განაცხადა ოლეგ ტიაგნიბოკმა.