საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრა მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებისთვის. როგორც საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტმა განაცხადა აშშ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.
,,ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გვიხარია, რომ აშშ ბარაკ ობამა შეუერთდა შეხვედრას საქართველოს დელეგაციასთან და პრემიერ-მინისტრთან. ეს არის ხაზგასმა კიდევ ერთხელ იმისა, რომ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის რეგიონში, აშშ მტკიცედ და ნათლად გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ეს არის დიდი იმედის მომცემი და ამავე დროს მნიშვნელოვანი შეხვედრა",- განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.