საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის პარაკ ობამას შეხვედრას პოზიტურად აფასებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ კარგად გაიზაროს ობამას გზავნილი, რომ ქართულ დემოკრატიას სჭირდება თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და არა დაპირისპირება.
,,ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა განსაკუთრებით იმ ტრაგიკული მოვლენების ფონზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში განვითარდა. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გააგრძელოს განსაკუთრებული პარტნიორობა აშშ-თან, რომელიც წინა წლებში ჩამოყალიბდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კარგად გაიზაროს ის მთავარი გზავნილი, რომელიც პრეზიდენტ ობამასგან საკმაოდ მკაფიოდ მოდიოდა, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დემოკრატიას სჭირდება თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და არა დაპირისპირება და კომფრონტაცია", _აცხადებს ბაქრაძე.