25 თებერვალს, უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ცესკოში განმარტავენ წინასაარჩევნო კამპანია ავტომატურად იწყება და შესაბამისი განცხადება სხდომაზე სავალდებულოდ გასაკეთებელი არ არის.
„წინასაარჩევნო კამპანია ავტომატურად იწყება უმაღლესი რადას დადგენილებიდან გამომდინარე ვადამდელი სარეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ 25 მაისს", - აცხადებენ ცესკოში.
მასალის გამოყენების პირობები