25 თებერვალს, 20:00 საათზე, "მწერალთა სახლში" წიგნის სახელწოდებით „ამბავი მეფეზე" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი ირაკლი ჩარკვიანის შესახებ მოგონებებს აერთიანებს. წიგნში სხვადასხვა პროფესიის 100 მდე ადამიანი წერს საკუთარ შეხედულებას ირაკლიზე, როგორც მის პიროვნულ თვისებებზე და ყოფით ურთიერთობებზე, ასევე მის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე. წიგნში შესულია ყველა თაობის ადამიანი, როგორც ირაკლის მეგობრები და ისინი, ვისაც ირაკლისთან უშუალო შეხება ჰქონდა, ასევე ადამიანები რომლებიც ირაკლის არ იცნობდნენ, მაგრამ იყვნენ და არიან დაინტერესებულები მისი შემოქმედებით და აფიქსირებენ ირაკლის შესახებ საკუთარ აზრს. წიგნი გაფორმებულია ირაკლის ფოტოებით, მათ შორის საოჯახო ალბომში არსებული იშვიათი ფოტოებით და ირაკლის ხელნაწერებით.
პრეზენტაციაზე ასევე მოეწყობა ირაკლის ფოტოების და მის მიერ შესრულებული, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რამდენიმე ნახატის (ტილოს) გამოფენა.
წიგნის ხელოვნების ხელშეწყობის ფონდ „ავტოგრაფის" და კომპანია „აჭარაბეთის" ფინანსური დახმარებით გამოიცა, ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღესთან,(24 თებერვალთან) დაკავშირებით.