მოსკოვი შეშოთებულია უკრაინის უმაღლესი რადის მოქმედებების ლეგიტიმურობით. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ლეგიტიმური მოქმედებების თვალსაზრისით. ფაქტობრივად მხოლოდ „რევოლუციურ მიზანშეწონილობაზე" დაყრდნობით „გადაწყვეტილებებისა" და „კანონების" დაშტამპვა ხდება. მათ შორის ისეთების, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ დააკნინონ რუსებისა და სხვა ნაციონალური უმცირესობების უფლებები",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.