რუსეთის დუმაში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც უკრაინის რუსი მოსახლეობისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციითმ აღნიშნული კანონპორექტის ავტორი დეპუტატი ილია დროზდოვია (ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია).
კერძოდ, დოკუმენტი რუსეთის კანონში „მოქალაქეობის შესასხებ" ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
როგორც კანონპროექტის თანმხლებ დოკუმენტებშია ნათქვამი, კანონპროქტი შემუშავებულია „რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების მიზნით უკრაინის რუსი ეროვნების მოქალაქეებისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის, თუ მათი წინაპარი პირდაპირი ხაზით ეროვნებით რუსი იყო",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.