,,ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარტიის მიერ კოალიცია ,,ქართული ოცნების" დატოვების ფაქტს არ ადასტურებს. როგორც მიროტაძემ ,,თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას განცხადების საპასუხოდ განაცხადა ,,ეროვნულ ფორუმში" კოალიციის დატოვების საკითხი არ განიხილება.
,, კახა კუკავამ არ ვიცი საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ, რომ პარტია ,,ეროვნულ ფორუმში" კოალიციის დატოვების საკითხი არ განიხილება. რაც შეხება იმას თუ როგორ ვიქნებით ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე წარმოდგენილი, იქნება კონსულტაციები, კოალიციაა და როგორმე ერთმანეთში მოვილაპარაკებთ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ანი მიროტაძემ.
ირაკლი ალასანია და "ეროვნული ფორუმი" კოალიცია ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა.
"კონკრეტულად სანიკიძესთან და ალასანიასთან დაკავშირებით ინფორმაცია რომ ისინი კოალიციას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებენ ნამდვილად მაქვს. გარდა ამისა ძნელი აღსაქმელი არ არის ვიზუალურადაც რომ ეს პარტიები კოალიციის არც ერთ აქტივობაში არ არის წარმოდგენილი, მერების და გამგებლების სიაშიც ნახავთ რა დოზით იქნებიან წარმოდგენილი", - აცხადებს კუკავა.