უკრაინის პრეზიდენტზე ვიქტორ იანუკოვიჩზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. განცხადება ამის შესახებ, უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა გააკეთა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის რიგით მე-4 პრეზიდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
„გაცნობებთ, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის მუხლით და იანუკოვიჩზე და რამდენიმე მაღალჩინოსანზე ძებნაა გამოცხადებული"- დაწერა ავაკოვმა Facebook -ის საკუთარ გვერდზე.