3 მარტს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ „ივნანას" საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება.
თბილისს ეწვევა მსოფლიოში აღიარებული ტენორი მარჩელო ჯორდანი, ასევე ქეთი მელუა, თამარ გვერდწითელი, ნინო ქათამაძე, თანატოლების მხარდასაჭერად კონცერტში მონაწილეობისთვის ჩამოდის 13 წლის ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალი. ამ დღეს ფონდ იავნანას გვერდით იქნება და სცენაზე იდგება კიდევ ძალიან ბევრი ცნობილი სახე და ფონდის მეგობარი.
კონცერტი წარმოდგენილი იქნება ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
პროექტის მხარდამჭერტები: საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
ერთად გადავარჩინოთ მომავალი" - მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს ასეთი მოწოდებით დაარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა". დაარსების პირველივე დღიდან "იავნანა" ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საიმედო თავშესაფრი გახდა. ფონდის ეგიდით არაერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. მიღებული შემოსავალი სრულად ხმარდება მზრუნველობამოკლებულ პატარებს.