მოსკოვი თვალყურს ადევნებს ნაციონალური ენების შესახებ არსებული კანონპროექტის ბედს უკრაინაში. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კონსტანტინ დოლგოვმა გააკეთა.
„ნებისმიერი პოლიტიკური რეფორმა, მათ შორის საკონსტიტუციო უკრაინის ყველა მოქალაქის ინტერესების შესაბამისად უნდა ჩატარდე, ყველა რეგიონის ინტერესების შესაბამისად უნდა ჩატარდეს. თვალყურს გავადევნებთ თუ რა ფორმებს მიიღებს ეს ინიციატივა",_ განაცხადა დოლგოვმა და აღნიშნა, რომ რუსულ ენაზე უკრაინის მოსახლების ნახევარი საუბრობს.