,,ნაცმოძრაობა" ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას ეხმიანება. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა საქართველოში ერთადერთი კანონი მოქმედებს_ ხელისუფლების უკანონო სურვილების ასრულება.
,,როგორც ჩანს, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი ლიდერების დაპატიმრების შემდეგ, ახლა ადვოკატების ჯერი დადგა, ხოლო საქართველო ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გადაიქცა, სადაც ერთადერთი კანონი მოქმედებს ხელისუფლების უკანონო სურვილების ასრულება", _განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა გოგა ონიანი გუშინ დააკავეს. ონიანის დაკავების შესახებ პროკურატურაში საგანგებო განცხადების გააკეთება დღეს იგეგმება.