უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 48 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 47 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 43 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8 პროცენტი).შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 761 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 224 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 538 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარში 314 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები