2014 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 43 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 32 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 14 პროცენტს. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 19 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 761 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 224 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 538 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარში 314 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტი შეადგინა.