დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარში 263 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვართან შედარებით 20 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 113 მლნ. აშშ დოლარს (29 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 150 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (14 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 51 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი. (2013 წლის იანვარში შესაბამისად 33, 45 და 28 პროცენტი). 2014 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 12 პროცენტი (2013 წლის იანვარში 16 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 761 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 224 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 538 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარში 314 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტი შეადგინა.