29 იანვარს პარიზში გაიმართა რიგით 29-ე საერთაშორისო საავტომობილო ფესტივალი სადაც პეტერ შრაერი, კია მოტორსის მთავარი დიზაინერი, დაჯილდოვდა „Grand PrixAward"-ით.
1953 წელს დაბადებული გერმანელი დიზაინერის კარიერა დაიწყო აუდისა და ფოლკსვაგენის ჯგუფში, სადაც მან 28 წელი დაჰყო და სტაჟიორის პოზიციიდან წამყვანი დიზაინერის თანამდებობას მიაღწია. მისი შექმნილია ცნობილი „Audi TT". 2006 წელს ის გახდა კია მოტორსის მთავარი დიზაინერი და ბოლო 7 წლის განმავლობაში მოახდინა რევოლუცია პროდუქტის დიზაინში, გახადა ამ ბრენდის ავტომობილები განსაკუთრებით მიმზიდველი, რასაც ყოველ წელს მიღებული ათობით ჯილდო ადასტურებს.
„პეტერ შრაერისთვის გადაცემული „Grand PrixAward" გამოხატავს მის განსაკუთრებულ წვლილს დიზაინის განვითარებაში, საერთაშორისო კონტექსტში." - აცხადებს2014 წლისდაჯილდოების ჟიურის თავჯდომარეJean-Michel Wilmotte.
ფესტივალზე ასევე გამოვლინდა 2014 წლის ყველაზე ლამაზი უკვე წარმოებადი და კონცეპტ ავტომობილები. ჟიურის წევრებში შედიოდნენ ისეთი საერთაშორისო კორპორაციების პრეზიდენტები როგორიცაა Dassault Systems, Louis Vuitton, Eurosport, Le Point, AD and Bell & Ross.