საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესი განახლდება.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგება.
სასამართლომ 26 მაისის საქმეზე განაჩენი თვის ბოლოს უნდა გამოიტანოს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.