საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანია Mercer-მა ცხოვრების დონის მიხედვით, მსოფლიოს ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგით შეფასდა 223 ქალაქი, რომლებიც ამ რეიტინგში 40 კრიტერიუმის შეჯერების შედეგად მოხვდნენ.
ევროპული ქალაქები ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით და ასევე კარგი ინფრასტრუქტურით ხასიათდებიან. იმავდროულად ევროპული ქალაქები დიდი ყურადღებას უთმობენ, ორგანიზებულ დასვენებას და ჯანდაცვის პირობებს. რეიტინგით ირკვევა, რომ ცხოვრებისათვის საუკეთესო პირობები ავსტრიაში, კერძოდ ვენაშია. მეორე ადგილზე კი შვეიცარიის ქალაქი ციურიხია. ევროპული ქალაქებიდან ათეულში მოხვდნენ ასევე მიუნჰენი, დიუსელდორფი და ფრანკფურტი. რეიტინგის მიხედვით ბრიუსელი 21-ე პოზიციაზეა, ხოლო რაც შეეხება პარიზსა და ლონდონს ისინი 27-ე და 38-ე ადგილებს იკავებენ.
მასალის გამოყენების პირობები