ბაჩო ახალაიას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ახალაიას კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი ონიანი დაკავებულია.
ველიჯანაშვილის თქმით, მას გიორგი ონიანის ოჯახის წევრმა შეატყობინა დაკავების შესახებ. გიორგი ონიაინი პროკურატურაში გადაჰყავთ.
ველიჯანაშვილის თქმით, ონიანი საკუთარ სახლში დააკავეს.