უკრაინის რეგიონების პარტია ახალი საპარტალმენტო კოალიციის წევრი გახდება. ამის შესახებ რადაში პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა, სახალხო დეპუტატმა იური მიროშნიჩენლომ განაცხადა.
„ათი დღის განმავლობაში, როცა გამოქვეყნდება და ფაქტობრივად ამოქმედდება 2004 წლის კონსტიტუცია, უნდა ჩამოყალიბდეს კოალიცია, უნდა შეიქმნას მთავრობა. ახალ უმრავლესობაში, ჩვენ რა თქმა უნდა, ვხედავთ „უადარს", „ბატკივშინას" და „თავისუფლებას". რაც შეეხება რეგიონების პარტიას - ქვეყნის ერთიანობის თავლსაზრისიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ და ეს მნიშვნელოვანია, რომ რეგიონების პარტია გახდეს კაოლიციის წევრი. ეს იქნებოდა იმის გარანტია, რომ აღმოსავლეთი იგრძნობს, რომ ის არ არის იგნორირებული", - განაცხადა მიროშნჩენკომ.