უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დონეცკიდან გაფრენის უფლება არ მისცა ჩარტერულ რეისს, რომლის ბორტზეც ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფებოდა.
სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დონეცკიდან გაფრენის საშუალება არ მისცეს თვითმფრინავს, რომელიც ცდილობდა აეროპორტის დატოვებას სათანადო სასაზღვრო გაფორმების გარეშე.
გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო პროცედურების გაუფორმებლობისთვის სამსახურის წარმომადგენლებს ფული შესთავაზეს.
მას შემდეგ რაც მესაზღვრეებმა უარი განაცხადეს ქრთამის აღებაზე, თვითმფრინავთან მივიდა, ორი ბრონირებული ავტომაქანა, ერთ-ერთში ჩაჯდა იანუკოვიჩიი და დატოვა აეროპორტის ტერიტორია.
მესაზღვრეები ვერ აკონკრეტებენ რა მიმართულებით გეგმავდა გაფრენას თვითმფრინავი, რადგან ის გაფორმებული არ იყო.
მასალის გამოყენების პირობები