უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი არ აღიარებს უმაღლესი რადას მიერ დღეს მიღებულ დადგენილებას მისი თვითლიკვიდაციის შესახებ. განცხადება ამის შესახებ იანუკოვიჩის მრჩეველმა ანნა გერმანმა გააკეთა.
„პრეზიდენტი არ აღიარებს რადას მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას და მას უკანონოდ მიიჩნევს. სულ რაღაც ნახევარი დღეა ის სამუშაო ვიზიტით ხარკოვში იმყოფება და ეს უკვე თვითლიკვიდაციად ჩათვალეს",_ განაცხადა გერმანმა და აღნიშნა, რომ იანუკოვიჩი მოქმედ პრეზიდენტად რჩება და თავისი უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ იანუკოვიჩის თვითგანადგურებისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ხმა 328 დეპუტატმა მისცა. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები