„ექს-რეგიონალები გამოსწორებას ცდილობენ და დღეს იანუკოვიჩის გადადგომას ვუყრით კენჭს",_ ეს განცხადება უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მან ასევე განუცხადა მაიდანის მონაწილეებს, რომ ახლა რადაში ახალი უმრავლესობა ყალიბდება და მოუწოდა მათ ხელი არ შეუშალონ ყოფილი რეგიონალების რადას შენობაში შესვლის მცდელობას.
„ყოფილი რეგიონალებს მუშაობა და გამოსწორება სურთ",_ განაცხადა მან.
კლიჩკომ აღნიშნა, რომ რადაში გამოცხადებული შესვენების შემდეგ იანუკოვიჩის გადაყენების საკითხი განიხილება.