უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინაში ნაცისტური სცენარი მეორდება. განცხადებები მან ტელეარხ „UBR"-თვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში გააკეთა.
„მოვლენები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ნახა - სახელმწიფო გადატრიალების მაგალითია. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი ახლა იღებენ უკანონოა... მე არაფერს ხელს არ მოვაწერ.
ეს ოპოზიცია არაა, ეს ბანდიტებია. პარლამენტის გამოსასვლელში დეპუტატებს სცემენ და ქვებს ესვრიან.
ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანაში სისხლი არ იყოს. ახლა ჩემამდე მოდის სიგნალები ადამიანების დევნის შესახებ. მე ვცდილობ დავიცვა ადამიანები, რომლებსაც დევნიან სამსახურში, სკოლისკენ გზაზე და ვცდილობ არ დავუშვა სისხლისღვრის გაგრძელება.
ჩვენ ნაცისტური სცენარის გააგრძელებას ვხედავთ, როგორც 30 -იანი წლების ნაცისტურ გერმანიაში იყო... ავსტრიაში ნაცისტები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, კრძალავდნენ პარტიებს, ახლაც იგივე ხდება... აწებებენ იარლიყებს, დევნიან, სცემენ ადამიანებს, წვავენ ოფისებს. დამწვარია რეგიონების პარტიის 200 ზე მეტი ოფისი",_ აცხადებს იანუკოვიჩი.