ფრაქცია „ბატკივშინას" წევრი, დეპუტატი კირილენკო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადადგა.
„ალბათ ახლა მალე ოფიციალურად გამოაცხადებენ ყველასათის, რომ იანუკოვიჩი გადადგა, იულია ტიმოშჩენკო კი თავისუფალია",_ განაცხადა მან ტელეარხ „რადას" ეთერში. იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა" და აღნიშნავს, რომ სააგენტოს ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნია.
უკრაინის პრეზიდენტის საიტი არ მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები