უკრაინის სამხრეთ -აღმოსავლეთი რაიონები, ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და სევასტოპოლი მზადყოფნას აცხადებენ თავის თავზე სრული პასუხისმგებლობა აიღონ დაიცვან საკონსტიტუციო წესრიგი თავიანთ ტერიტიტორიებზე მანამ ვიდრე კიევში საკონსტიტუციო წესრიგი არ დამყარდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა დონის ორგანოებმა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და სევასტოპოლის ოლქმა გადავწყვიტეთ ჩვენს თავზე ავიღოთ საკონსტიტუციო წესრიგის დამყარება და კანონისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა ჩვენს ტერიტორიაზე", - ნათქვამია ხარკოვში გამართული სხდომის მიერ მიღებულ რეზოლუციაში და იქვე აღნიშნულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიევში საკონსტიტუციო წესრიგის დამტყარებამდე იმოქმედებს.