რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ მარგელოვი ხარკოვში მიმდინარე სხდომას დაესწრება. მას ასევე ესწრებიან რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდონარე ალექსეი პუშკოვი და რუსეთის ფედეტრაციის ოთხი რეგიონის გუბერნატორი.
მარგელოვის ის დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება ამ სხდომას, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი ვიქტრ იანუკოვიჩი ჯერ არ გამოჩენილა. რუსული მედიის ინტორმაციით, თავად მარგელოვი აცხადებს, რომ ის ხარკოვში ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვალენტინა მატვიენკოს დავალებით ჩადის.
„ხარკოვში მიმდინარე სხდომაში მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსით მივიღებ და იქ ჩვენი პალატის თავმჯდომარის ვალენტინა მატვიენკოს დავალებით მივემგზავრები",_ აცხადებს მარგელოვი.
შეგახსენებთ, რომ ხარკოვში მოქმედი ხელისუფლების მომხრეების სხდომა უკვე გაიხსნა. მას ესწრებიან დეპუტატები უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ რაიონებიდან.
მასალის გამოყენების პირობები