უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერად ფრაქცია „ბატკივშინას" წევრი ალექსანდრე ტურჩინოვი აირჩიეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რადას ტრინულიდან სიტყვით გამოსვლისას ტურჩინოვმა აღნიშნა, რომ მთავრობის ფორმირების შემდეგ ის გადადგება.
„კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი იქნება გადადდომა და მე გადავდგები, იმისათვის რათა კოალიციური მთავრობა ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ რადას ხელმძღვანელობა ავირჩიოთ",_ განაცადა ტურჩინოვმა.