უკრაინის უმაღლესმა რადამ სეპარატიზმის გამოვლენისა და უკრანის ნაციონალური უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი გამოვლინებების აღკვეთისა შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას მხარი 319 დეპუტატმა დაუჭირა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დადგენილებით გათვალისწინებულია კარეგორიულად დაგმობილ იქნეს სეპარატიზმის გამოვლინება და ნებისნიერი მცდელობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა.
დადგენილებით ასევე გათვალისწინებულია უკრაინის უშიშროების საბჭოს დაევალოს ყველა ცნობის გადამოწმება, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შიცავს და უკრაინის ნაციონალურ უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება.
ასევე უკრაინის უშიშროების საბჭომ უნდა მიითღო ყველა ზომა უკრაინის უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი ქმედებების წინააღმდეგ.
დადგენილება მისი მიღების დღიდან შედის ძალაში.
მასალის გამოყენების პირობები