უკრაინის შს სამინისტროს პირადმა შემადგენლობამ თავისი მოქალაქეების მისწრაფებებს ქვეყნის რეფორმირების შესახებ მხარი დაუჭირა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინელხ ხალხს და მოუწოდებენ მათ ერთად დაიცავნ წესრიგი ქვეყანაში. განცხადებას ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინის უახლოსი ისტორიის ამ ურთულეს მომენტში შს სამინისტროს ორგანოების პირადი შემადგენლობა აცხადებს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელ ხალხს ემსახურება და სრულად იზიარებს მოქალაქეების მისწრაფებებს ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
თავს ვხრით დაღუპულების ნათელი ხსოვნის წინაშე.
დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი პატივის მიგება იქნება თუ არ დავუშვებთ ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას და შვინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას.
საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლას ქაოსი არ უნდა შექმნას.
მილიცია მოუწოდებს მოქალაქეებს ერთად დაიცვან წესრიგი სახელმწიფოში.
გავაერთიანოთ ჩვენი ძალები ჭეშმარიტად დამოუკიდებელი დემოკრატიული სამართლიანი და ევროპული სახელმწიფოს შექმნისათვის!
დიდება უკრაინას!",_ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.