უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ იანუკოვიჩის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება დღესვე უნდა იქნეს მიღებული, ხოლო ვადამდელი არჩევნები არაუგვიანეს 25 მაისისა უნდა გაიმართოს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კლიჩკომ ეს განცხადება დღეს უმაღლეს რადაში გააკეთა.
„ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია სახელმწიფოში სიმშვიდის შენარჩუნებაზე. ჩინოვნიკებმა თავიანთი მოვალეობები უნდა შეასრულონ. სახელმწიფომ უნდა იფუნქციონიროს.
კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაა. დღეს იანუკოვიჩის იმპიჩმენტი უნდა მივიღოთ. ახალი არჩევნები კი არაუგვიანეს 25 მაისისა უნდა დავნიშნოთ",_ განაცხადა კლიჩკომ.