უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ რიბაკი გადადგა. მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. განცხადება ამის შესახებ რადას დღევანდელ სხდომაზე მისმა მოადგილემ რუსლან კოშულისნკიმ გააკეთა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კოშულისნკიმ აღნიშნა, რომ რიბაკის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მის ავადმყოფობასთან და მკურნალობის საჭიროებასთანაა დაკავშირებული.