სახალხო დეპუტატი, თავდაცვის ხელმძღვანელი და მაიდანის კომენდანტი, ანდრეი პარუბიი აცხადებს, რომ მაიდანი კიევს სრულად აკონტროლებს.
ეს განცხადება მან წუხელ, მაიდნის სცენიდან გააკეთა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაიდანი არ იშლება, ის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას დაუყოვნებლივ მოითხოვს.
„მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნეს დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად",_ განაცხადა პარუბიიმ.
„მაიდანი დღეს მთელს კიევს აკონტროლებს",_ დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები