უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევი დატოვა და სავარაუდოდ, ხარკოვში გაემგზავრა. უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იანუკოვიჩი და მასთან დააკლოებული პირები, კიევიდან ხარკოვში გაემგზავრნენ, ხოლო იქიდან რუსეთის ფედერაციაში აპირებდნენ გაფრენას.
თუმცა მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლემა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამჟრავნება, განმარტა, რომ იანუკოვიჩი ხარკოვში გაემგზავრა და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს, რის შესახებაც მათ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეონიდ კოჟარამ აცნობა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლემა ასევე აღნოშნა, რომ იანუკოვიჩისთვის უკვე ჩვეულებად იქცა „რთული გადაწყვეტილებების" შემდეგ საკუთარი „ბაზის" სტუმრობა.