22 და 23 თებერვალს უკრაინაში გლოვის დღეებია.
პრეზიდენტ იანუკოვიჩის განკარგულებით, მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები, არ გაიმართება გასართობი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და ცვლილებები შევა ტელე-რადიო გადაცემებში.
ამასთან, მაიდანზე გუშინ დაღუპული აქტივისტების გამოსამშვიდობებელი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა.
ოფიციალური მონაცემებით, 18-20 თებერვალს დაპირისპირებებში 77 ადამიანი დაიღუპა. ოპოზიცია 85 დაღუპულის შესახებ იტყობინება. დაღუპულთა