უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა პატიმრობიდან გათავისუფლდეს ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.
რადამ იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომლითაც იულია ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული.
კანონპროექტს ხმა 310 დეპუტატმა მისცა.
იულია ტიმოშენკო სასჯელს 2009 წლი ოქტომბერიდან რუსეთთან გაზის ხელშეკრულების გაფორმების გამო იხდის, რომელმაც „ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზიანი მიაყენა".
მას სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა.