უკრაინის უმაღლესმა რადამ 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას მისცა ხმა. შესაბამის გადაწყვეტილებას 386 -მა დეპუტატმა მისცა ხმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ინიშნება.
უკრაინის პრეზიდენტს თავის მხრივ, უმაღლეს რადაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარლამენტის დეპუტატების ფრაქციის წინადადებით შეაქვს.
ასევ რადა ნიშნავს ჩინოვნიკებს სხვა და სხვა თანამდებობებზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრის წინადადებით, რომელსაც თავის მხრივ კანდიდატურებს საპარლამენტო კოალიცია წარუდგენს.
მასალის გამოყენების პირობები