მაიდანი მანამ არ დაშლება ვიდრე ანტიკრიზისული შეთანხმების ყველა პუნქტი არ შესრულდება. განცხადება ამის შესახებ ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტები მაიდანისა და სხვა ქუჩების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
„ეს არასოდეს ყოფილა მისაღები. ამაზე ჩვენ არასოდეს დავთანხმდებოდით.ჩვენ მკაფიოდ გამოხვატეთ ჩვენი პოზიცია. ხალხი იქნება მანამ ვიდრე ყველა პუნქტი არ შესრულდება",_ განაცხადა იაცენიუკმა.