უკრაინაში შექმნილი კრიზისის დარეგულირების შეთანხმებას ოპოზიციის ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი. უკრაინული მედიიდ ინფორმაციით, დოკუმენტზე არის ვიქტორ იანუკოვიჩის, არსენი იაცენიუკის, ოლეგ ტიაგნიბოკისა და ვიტალი კლიჩკოს ხელმოწერები.
ხელმოწერამდე ტიგნიბოკმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც შეთანხმება ხელმოწერილი იქნება პარლამენტი არაუგვიანეს 48 სათისა კენჭს უყრის 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას, რის შემდეგაც ფორმირებული იქნება ახალი კოალიცია და ახალი მთავრობა.
ასევე, მისი თქმით, მაიდანის საბჭომ თანხმობა მისცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების ხელმოწერას, მაგრამ იმ პირობით, რომ ახალ მთავრობაში არ იქნება უკრაინის ახლანდელი შს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო და გენპროკურორი ვიქტორ შპონკა.
შეთანხმება ითვალისწინებს 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას და სახელმწიფოს საპარლამენტო-საპრეზიდენტო ფორმას ადგენს, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არეგულირებს.
შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები