ლვოვის მილიციამ მაიდნის სცენიდან განაცხადა, რომ თუ ხალხის მიმართულებით ერთი გასროლა მაინც გაისმა ისინი ყველას შესაბამის პასუხს გასცემენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ ლვოვის ოლქის მილიციის პოლკოვნიკმა ვასილი კრიკლიავსკიმ გააკეთა.
„ჩვენ პროფესიონალურად ვფლობთ იარაღს და თუ ხალხის მხარეს ერთი გასროლა მაინც გაისმა პასუხს გავცემთ",_ განაცხადა პოლკოვნიკმა და აღნიშნა, რომ ლვოვის მილიცია მაიდანზე დღეს იმიტომ დგას, რომ ხალხის პროტესტი მშვიდობისა და თავისუფლებისათვის დაცული იყოს.
მილიციის პოლკოვნიკმა ასევე აღნიშნა - „იანუკოვიჩს ჩვენ არ ვაღიარებთ".